თბილისში ავარიული შენობის დემონტაჟისას ნანგრევებში სამი მუშა მოყვა
08/04/2020 08:07:59 საზოგადოება
თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ნანგრევებში სამი მუშა მოყვა.
როგორც სასწრაფო დახმარების პრესსამსახური აცხადებს, ორი დაშავებული ალადაშვილის სახელობის და „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში არიან გადაყვანილი. მესამე მუშა კი მსუბუქად დაშავდა.
ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამივე დაშავებული მუშა კონტაქტურია.


