Accentnews.ge
რატიანი მედპერსონალის ტესტირების შედეგებსა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

რატიანი მედპერსონალის ტესტირების შედეგებსა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

08/04/2020 07:54:50 საზოგადოება

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკის მედპერსონალის კვლევა ჩატარდა და არც ერთ მათგანს ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„7 აპრილს ჩვენს კლინიკაში PCR–მეთოდით პერსონალის მასობრივი მკურნალობა ჩატარდა, საბედნიეროდ, ჩვენს არც ერთ თანამშრომელს კოვინფექცია არ დაუდასტურდა“

მისივე ცნობით, კლინიკის კრიტიკული მედიცინინის დეპარტამენტში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ყველა მათგანთან ამ ეტაპამდე დადებითი დინამიკა აქვს.

„რაც შეეხება ქალბატონებს, დღეს იგზავნება პირველ ეტაპზე ტესტები, პროტოკოლის მიხედვით ხვალ განმეორდება, თუ არ მოვა დადებითი პასუხები, ესენი აუცილებლად რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

რატიანის თქმით, 42 წლის მამაკაცის მდგომარეობაც სტაბილურია და გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს ინარჩუნებს.

„პაციენტი 42 წლის, რომელიც იყო ჩვენ კლინიკაში ყველაზე ახალგაზრდა მძიმე პაციენტი, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება ორსულებს, რატიანის განმარტებით, ერთ-ერთ მათგანს უკვე კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება და ორჯერადი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ის კლინიკას დატოვებს.

„რაც შეეხება ორსულებს, ერთ მათგანთან გავიდა მე-14 დღე, 22 კვირის ორსულთან, იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტი და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი.რაც შეეხება რვა კვირის ორსულს, მისი და ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს“ , – აღნიშნა რატიანმა.

ამასთან, ლევან რატიანი ამბობს, რომ დამაკმაყოფილებელია 13 წლის ბიჭის მდგომარეობა.

„დანარჩენ პაციენტებს რაც შეეხება, გვაქვს 27 პნევმონია, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია და მკურნალობენ ინფექციონისტებისა და თერაპევტების მეთვალყურეობის ქვეშ“ ,- განაცხადა რატიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S