ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან ერთის მდგომარეობაა საყურადღებო
08/04/2020 07:00:03 საზოგადოება
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 13 პაციენტი რჩება, მათგან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საყურადღებო, – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
„ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს 46 პაციენტი. მათგან 13-ია დადასტურებული დიაგნოზით. აქედან 18 წლამდე პაციენტია ექვსი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი რჩება საყურადღებო. ბავშვები თავს გრძნობენ კარგად. გამოჯანმრთელებულებს ველოდებით. ტარდება განმეორებითი კვლევები, თუმცა ამ ეტაპზე დადასტურებული გამოჯანმრთელება არ გვაქვს. ჩვენთან შიდა გავრცელება არის, თუმცა, ყველა წყარო ცნობილია“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.


