Accentnews.ge
„ჩვენთან ინფიცირების უცნობი წყაროს ორი შემთხვევაა“

„ჩვენთან ინფიცირების უცნობი წყაროს ორი შემთხვევაა“

08/04/2020 06:42:45 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაცენტების ინფიცირების წყაროები მხოლოდ ორ შემთხვევაში არაა ცნობილი. მათ შორისაა ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერი.

როგორც ეზუგბაია ამბობს, ამ კლასტერში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მატებაა.

„ჩვენს ცენტრში არსებული პაცენტების ინფიცირების წყარო ცნობილია – ესენი არიან კონტაქტები. უცნობი წყარო მხოლოდ ორი შემთხვევაა, რომელთა კონტაქტებიც არსებობს, დანარჩენს მოგზაურობის ისტორია აქვს. ერთი წყაროს პაციენტები უხვად არ არიან. ერვნული ბანკის წყაროა უცნობი და ხალხმრავლობაა მათთან დადასტურებული შემთხვევბის – ჩვენთან უკვე რვა პაციენტი წევს“.

რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, მძიმე პნევმონიით ორი პაციენტია:

„გვყავდა ოთხი პაციენტი მძიმე პნევმონიით, ორი დასტაბილურდა, ორი კვლავ მძიმე პნევმონიითაა, თუმცა აქაც შეინიშნება გაუმჯობესება და იმედი გვაქვს, რომ მათაც ორიოდ დღეში ჩვეულებრივ განყოფილებებში გადავიყვანთ“.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 შემთხვევაა დადასტურებული, ამდენად ბოლო 24 საათის განმავლობაში 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S