Accentnews.ge
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 ახალი შემთხვევა ეროვნულ ბანკს უკავშირდება

08/04/2020 06:39:30 საზოგადოება

თბილისის ინფექციური სააავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი კოორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი მათ ცენტრშია დადასტურებული.

მისივე თქმით, ინფიცირების წყარო ცნობილია და ის ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

„ამ ეტაპზე ქვეყანაში არის 208 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 13 ახალი შემთხვევა დღეს დაგვემატა. ამ პაციენტებიდან 5 ბათუმშია, 2 ქუთაისში, დანარჩენი - თბილისში. გამოჯანმრთელებული არის 46 პაციენტი. ჩვენს ცენტრში 2 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო არის ეროვნული ბანკი. ეს ორი პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული. ერთ-ერთს აქვს შაქრიანი დიაბეტი“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული. 208 ადამიანიდან 46 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S