საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა
08/04/2020 05:49:46 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12-ით გაიზარდა და 208 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 362 პირი.
208 ადამიანიდან 46 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.


