Accentnews.ge
ბოლნისსა და მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების 12–დან 14–მდე შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლნისსა და მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების 12–დან 14–მდე შემთხვევა დაფიქსირდა

07/04/2020 18:19:52 საზოგადოება

ბოლნისსა და მარნეულში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 12–დან 14–მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ორივე მუნიციპალიტეტში 12–დან 14–მდე შემთხვევა იყო. მათგან ერთი პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 შემთხვევაა დადასტურებული. 196 ადამიანიდან 46 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S