Accentnews.ge
„დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება მღვდელმთავრებს, დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში, ესაა ჩემი რეკომენდაცია“

„დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება მღვდელმთავრებს, დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში, ესაა ჩემი რეკომენდაცია“

07/04/2020 17:57:06 საზოგადოება

„დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება მღვდელმთავრებს, დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში, ესაა ჩემი რეკომენდაცია“, ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე დღეს კანონი გვეუბნება, რომ ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს გარკვეული დისტანციებზე მყოფი სამ ადამიანზე მეტი. ეს კანონი ერთია ყველასთვის მოწმუნესთვის, ათეისტისთვის... აქედან გამომდინარე, მაინც ჩემი რჩევა იქნება მოსახლეობისადმი, გამომდინარე დიდი საშიშროებიდან, ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში, თავი შევიკავოთ შეკრებისგან წელს, მაქსიმალურად რამდენადაც შეგვიძლია, დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში. ეს არის ჩემი რეკომენდაცია იმიტომ, რომ დავიცვათ მათი, ჩვენი და ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა. ეს იქნება ჩემი თხოვნა", – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S