საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 196–მდე გაიზარდა
07/04/2020 17:20:44 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 196–მდე გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ჯერ–ჯერობით საქართველოში ჩვენი ეპიდსიტუაცია არ არის ისეთი რთული, როგორც ჩვენს მეზობელ ან ევროპის წამყვან ქვეყნებში, თუმცა ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს იმიტომ, რომ ეპიდემია თანდათან ვითარდება. დღეს დილით იყო 195 დადასტურებული შემთხვევა. ამჟამად მიმდინარეობს 200 პაციენტის ანალიზის კვლევა და მათგან ერთი უკვე არის დადებითი. ამ ეტაპზე ერთი შემთხვევაა დამატებული, მაგრამ, ვფიქრობ, რომ გვექნება შემთხვევების მატება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სულ გაიტესტა 3457 ნიმუში.
დადასტურებული შემთხვევებიდან 46 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.


