ინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტები ფართოვდება
07/04/2020 15:15:20 საზოგადოება
ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტები ფართოვდება. კერძოდ, რუისში 84 პირი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც გაირკვა, რომ მათ სპორტსმენის ძმსთან ჰქონდათ შეხება, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ოჯახის ყველა წევრი, რომელსაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა, იდენტიფიცირებულია და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
„28 მარტს ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად. ოჯახის ყველა წევრი იდენტიფიცირებულია. ერთ–ერთი გორის ჰისპიტალში იყო გადაყვანილი და მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამჟამად ოჯახთან შემხებლობაში მყოფი 84 პირი თვითიზოლაციაშია“,– აცხადებენ ცენტრში.
ცნობისთვის: სპორტსმენთან კონტაქტის გამო სამეგრელოში რამდენიმე ათეული ადამიანი თვითიზოლაციაში ან კარანტინშია. თავად სპორტსმენმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ინფიცირების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და თავს კარგად გრძნობდა.


