საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი განიკურნა
07/04/2020 14:11:51 საზოგადოება
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი განიკურნა. ამდენად, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 45 პირი.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, 19:00 საათის მდგომარეობით, 195 ფაქტი ფიქსირდება. გარდაიცვალა სამი პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370.


