ბათუმში დაფიქსირებულ შიდაგავრცელების ფაქტზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი
07/04/2020 13:32:18 საზოგადოება
ბათუმში ახალი ტიპის კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველ ფაქტთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, როგორც ირკვევა, 53 წლის პაციენტი ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს, თუმცა მანამდე –ის ორ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა: ერთმა სახლში გაწერა, მერემ კი „მედალფაში“ გადაამისამართა.
პაციენტი 4 აპრილს კლინიკაში მუცლის ტკივილისა და დიარეას გამო მივიდა. მან სამედიცინო დაწესებულებაში დილამდე დაჰყო და დილით შინ გაწერეს.
„პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ აღენიშნებოდა. მათ შორის არ აღენიშნებოდა ცხელება, ხველა, თავის და ყელის ტკივილი, პროტოკოლის შესაბამისად გაეწია დახმარება. დაცული იყო უსაფრთხო კონტაქტი. ვინაიდან ხსენებულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, პაციენტი ბინაზე იქნა გაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხო კონტაქტი იყო დაცული, რამდენიმე თანამშრომელს თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მვეცით. თვითიზლაციაშია ოთხი თანამშრომელი, მათ არანაირი სიმოპტომატიკა არ აღენიშნებათ“,– აცხადებენ კლინიკაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დიარეა კორონავირუსის ერთ–ერთ სიმპტომადაა დასახელებული.
რაც შეეხება პაციენტს, ის კლინიკიდან გაწერის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხვა კლინიკაში გადაიყვანა. რამდენიმე საათის განმავლობაში ტარდებოდა კვლევები და გაჩნდა ეჭვი კორონავირუსზე. ამის შემდეგ პაციენტი „მედალფაში“ გადაამისამართეს.
„პაციენტს ტოტალური ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა ფიზიკურ მდგომარეობაში ეს გამოსახული არაა. მიმდინარეობს მკურნალობა. ვერ გეტყვით სხვა კლინიკებში არის თუ არა ამ შემთხვევაში შეცდომა დაშვებული“,– აცხადებენ „მედალფაში.
დაინფიცირებული პაცენტის კონტაქტების მოძიება ამ დრომდე გრძელდება.


