სად ხედავს ნიკოლოზ გამყრელიძე გამოწვევებს
07/04/2020 13:03:38 საზოგადოება
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში სასუნთქი აპარატები საკმარისი რაოდენობითაა, თუმცა გამოწვევებს ის სხვა მიმართულებით ხედავს.
„ალბათ გესმით, რომ ბევრ ქვეყანაშია სუნთვის აპარატების ნაკლებობა. საქართველო ერთ–ერთი მოწინავეა ერთ სულ მოსახლეზე სუნთვის აპარატების რაოდენობის მხრივ: ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 2 000 აპარატი გვაქვს, რაც ყველაზე ცუდ სცენარშიც საკმარისზე მეტია (შეიძლება, ჯანდაცვის სამინისტროს დარეზერვევულიც ჰქონდეს). ამდენად, ინფრასტრუქტურულად პრობლემა არ გვაქვს.
პრობლემა სხვაა: როდესაც ერთი ორი ადამიანი შედის ცალკეული სიმპტომებით, მათი მართვა ადვილია, მაგრამ როდესაც ერთ დღეს ერთ კლინიკაში 20–30–40 პაციენტი შევა, მანდ ძალიან მკაცრი პროტოკოლი უნდა იყოს, რომ არ მოხდეს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება, რა შემთხვევებიც სამწუხაროდ, უკვე გვაქვს. ეს არის გამოწვევა, ტრეინინგები მუდმივად უნდა ტარდებოდეს, რომ კლინიკები დიდი რაოდენობით სიმპტომური პაციენტების მისაღებად მზად იყვნენ და მეორე – ამ ხალხს უნდა ჰქონდეს სპეციალური აღჭურვა და დაცვა, რისი დეფიციტიც მსოფლიოშიცაა. ეს ძალიან დიდი პასუხსიმგებლობაა: წარმოიდგინეთ, ადამიანი ომში იარაღის გარეშე რომ გაუშვათ“, – განაცხადა გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
რაც სეეხება მის მიერ ნახსენებ ყველაზე ცუდ სცენარს, გამყრელიძე განმარტავს, რომ ეს დღეში 100 დადასტურებული შემთხვევაა და მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების ალბათობა არსებობს.
ცნობისთვის: ამჟამად საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა დღეში ორ ათეულს არ აღემატება.


