Accentnews.ge
ექიმი ჩხიკვაძე: „ტრამპმა ექიმებს, მეცნიერებს არ მოუსმინა და რა დღეშიც ვართ, ყველამ იცის“

ექიმი ჩხიკვაძე: „ტრამპმა ექიმებს, მეცნიერებს არ მოუსმინა და რა დღეშიც ვართ, ყველამ იცის“

07/04/2020 12:29:00 საზოგადოება

ნიუ–იორკის კლინიკის ჰოსპიტალისტი თამთა ჩხიკვაძე აცხადებს, რომ პრეკრიზისულ ფაზაში მოქმედებაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება კრიზისული პერიოდი. ამის შესახებ ექიმმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა და მაგალითად აშშ–ში განვიტარებული მოვლენები მოიყვანა.

„ის, რასაც ახლა ხალხი გააკეთებს, ეს მომდევნო თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლისა და სიკვდილის ბედს გადაწყვეტს! არავის შეშინებას არ ვაპირებ. ყველამ ვიცით, რა მდგომარეობაა ნიუ–იორკში: აქ ჯერ კიდევ ვებრძვით დასაფლავებებზე ხალხის შეგროვებას, განსაკუთრებით, რელიგიურის. როგორც ექიმი, ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველაფერს, რაც ადამიანს ემოციურ–ფსიქოლოგიურ კომფორტს უქმნის, არის ეს რელიგია, იოგა, ვიტამინები...მაგრამ ახლა არის დრო, როდესაც უნდა მოვუსმინოთ ექიმებს, მეცნიერებას. ტრამპმა არ მოუსმინა და რა მდგომარეობაშიც ვართ, ყველამ კარგად იცის. ამდენად, ძალიან გთხოვთ, სახლში დარჩით. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: აღდგომა შესაძლოა, იყოს სიკვდილისა და სიცოცხლის გადამწყვეტი იმის და მიხედვით, რამდენი ადამიანი წავა ეკლესიში თუ სასაფლაოზე – როგორი იქნება სააღდგომო ლიტურგიების გეგმა. ესპანეთმა მარტში ქალების პარადი არ გადადო, იტალიამ დიდხანს განაგრძო ჩვეულებრივი ცხოვრება და ეს იყო გადამწყვეტი იმ ქვეყნების სიკვდილიანობის მაჩვენებელში. ახლა ერი იმაზე მნიშვნელოვანს სხვას ვერაფერს გააკეთებს, ვიდრე სახლში დარჩენაა“.

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S