Accentnews.ge
მარინა ენდელაძე: „მძიმე პაციენტების რაოდენობამ იმატა“

მარინა ენდელაძე: „მძიმე პაციენტების რაოდენობამ იმატა“

07/04/2020 11:41:24 საზოგადოება

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის მძიმე პაციენტების რაოდენობამ იმატა.

„ძალიან კარგია, რომ გუშინ მხოლოდ შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა – არ არის რაოდენობის დრამატული ზრდა და იქნებ, მართაც გაჩერდეს და შემცირდეს კიდეც.

რაც შეეხება პაციენტების სიმძიმეს, გარკვეულწილად ასაკობრივ მონაცემებთანაა დაკავშირებული. ახლა 20 დღეა ერთი პაციენტის სიცოცხლისთვის ვიბრძვით – ყოველდღიურად ძალიან დიდი ძალისხმევით ვაცოცხლებთ. გვყავს სხვა მძიმე პაციენტებიც მძიმე პნევმონიებით, გვაქვს სეფსისებიც... დამძიმდა, მძიმეები ახლა უფრო მეტი გვყავს, ვიდრე წინა პერიოდში. პაციენტები მძიმე პნევმონიებით წინა პერიოდშიც გვყავდა, მაგრამ ახლა რაოდენობრივად მეტია. იმატა პნევმონიების რაოდენობამაც. ცოტა უფრო მეტი გვყავს 60 წელს გადაცილებული პაციენტები. მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს შესაძლოა, მხოლოდ ასაკობროვმა ფაქტორმა გადაწყვიტოს – ეს შესაძლოა, ახალაგაზრდა ასაკშიც მოხდეს“,– განაცხადა ენდელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, ვირუსი ორგანიზმში ორი კვირიდან ექვს კვირამდე ცირკულირებს, საშუალო ვადა კი 20–21 დღეა:

„პირველი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ განსაკუთრებულ დამძიმებას ველოდებით, თუმცა ეს დამძიმება შესაძლოა, მოგვიანებითაც მოხდეს. გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები, რომლებსაც ერთი თვეა, ვირუსი არ გაუქრა. გვქონდა შემთხვევები, როდესაც პაციენტი ვირუსისგან ორი კვირიდან გათავისუფლდა“.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 39 გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S