Accentnews.ge
ბათუმში 10-მდე მედიკოსი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს

ბათუმში 10-მდე მედიკოსი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს

07/04/2020 10:39:37 საზოგადოება

ბათუმში, კლინიკა „მედინადან" 10-მდე მედიკოსი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მედიკოსებს კორონავირუსით დაინფიცირებულ ერთ-ერთ პაციენტთან ჰქონდათ შეხება.

კლინიკა „მედინაში" ამბობენ, რომ პაციენტს ცხელება არ ჰქონდა, თუმცა საეჭვო მდგომარეობის გამო, ბათუმის „ცხელების ცენტრში" გადაამისამართეს, სადაც ბიოლოგიური კვლევის შედეგად მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აჭარაში კორონავირუსით 10 ადამიანია დაინფიცირებული. ჯამში ქვეყანაში ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S