Accentnews.ge
ექიმი: "უწმინდესს ოდნავ მაღალი წნევა ჰქონდა, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია"

ექიმი: "უწმინდესს ოდნავ მაღალი წნევა ჰქონდა, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია"

07/04/2020 09:53:56 საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს პირადი ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, "უწმინდესს ოდნავ მაღალი წნევა ჰქონდა, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში განაცხადა.

„რადგან წინ საეკლესიო მსახურებით დატვირთული დღეებია, ამიტომ ჩვენი უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ დღეს მას დაესვენა. საპატრიარქოში დილით, 7 საათზე მსახურებას უწმინდესი დაესწრო, გუშინ საღამოს ლოცვაზეც ბრძანდებოდა“, - განაცხადა პატრიარქის ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს უწმინდესს სამების საკათედრო ტაძარში წირვა არ ჩაუტარებია. მსახურება მისმა მოსაყდრემ მეუფე შიომ აღავლინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S