დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა
07/04/2020 08:25:09 საზოგადოება
ახალი კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით თბილისში მოქმედი აგრარული ბაზრები დროებით დაიკეტა.
„ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 შემთხვევაა დადასტურებული. 196 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.


