Accentnews.ge
"ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და უარყოფითი დინამიკა არ შეინიშნება"

"ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და უარყოფითი დინამიკა არ შეინიშნება"

07/04/2020 07:50:51 საზოგადოება

"პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და უარყოფითი დინამიკა არ შეინიშნება", – ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

„რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობენ, რეანიმაციაში გვყავს ექვსი პაციენტი, აქედან სამი არის ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, სამი არის სპონტანურ სუნთქვაზე, აქედან ორის არის ქალბატონი. ერთი 62 წლის, რომლის ანამნეზი ყველასთვის ცობილია. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, შეესაბამება გადატანილი დაავადების სიმპტომებს. გითხარით, რომ გვყავდა მძიმე პაციენტი 42 წლის, მერვე, მეცხრე დღე ამ დაავადებისთვის წარმოადგენს ყველაზე მძიმე პერიოდს. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, შენარჩუნებულია ოქსიგენაციის პარამეტრები, ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ თუ დღევანდელი დღე გადავლახეთ, მას არ დასჭირდება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა“ , – განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპამდე სტაბილურია მათი მდგომარეობაც და არც ერთთან უარყოფითი დინამიკა არ ფიქსირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S