Accentnews.ge
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს ტესტი ჩაუტარდა და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს ტესტი ჩაუტარდა და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

07/04/2020 07:48:31 საზოგადოება

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 66 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 52 ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია.

მისივე თქმით, აღებულია სინჯები და კვლევის პასუხებს ელოდებიან.

ამასთან, რატიანის ინფორმაციით, კლინიკის მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, თუმცა არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა.

„ჩვენს კლინიკაში გუშინ ჩაუტარდა მედპერსონალს გამოკვლევა და კრონავირუსზე ყველა ტესტის შედეგი უარყოფითი მოვიდა, რაც ძალიან გვახარებს“ ,- დასძინა რატიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S