ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 5 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
07/04/2020 06:59:50 საზოგადოება
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 5 წლის ბავშვს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოში 6 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 2–ის ჯანმრთლეობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 შემთხვევაა დადასტურებული. 196 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.


