Accentnews.ge
"3 ახალი პაციენტი შემოგვემატა, 3–ივე შემთხვევაში ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია"

"3 ახალი პაციენტი შემოგვემატა, 3–ივე შემთხვევაში ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია"

07/04/2020 06:49:29 საზოგადოება

"3 ახალი პაციენტი შემოგვემატა, 3–ივე შემთხვევაში ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია", – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

"ჩვენთან დადასტურებული დიაგნოზით 13 პაციენტი მკურნალობს. 3 ახალი პაციენტია. ყველა მათგანის კლასტერი ცნობილია. სამივე ახალი შემთხვევა ქვეყნის შიდა გავრცელებაა. სამივე შემთხვევაში ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია. რა თქმა უნდა, ესენი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში", – განაცხადა სოლოღაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 შემთხვევაა დადასტურებული. 196 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S