Accentnews.ge
"ახალი შემთხვევებიდან ერთ–ერთი ჩვენს საავადმყოფოშია მოთავსებული, ინფიცირების წყარო ამერიკას უკავშირდება"

"ახალი შემთხვევებიდან ერთ–ერთი ჩვენს საავადმყოფოშია მოთავსებული, ინფიცირების წყარო ამერიკას უკავშირდება"

07/04/2020 06:39:25 საზოგადოება

"ახალი შემთხვევებიდან ერთ–ერთი ჩვენს საავადმყოფოშია მოთავსებული, ინფიცირების წყარო ამერიკას უკავშირდება", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"ამ დროისთვის ქვეყანაში 195 დადასტურებული შემთხვევაა. ბოლო 7 შემთხვევიდან ერთ–ერთი ჩვენს ცენტრშია მოთავსებული და ინფიცირების წყარო ამერიკას უკავშირდება. ამჟამად კლინიკაში 39 ინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მათგან მხოლოდ ერთია კრიტიკული", – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 შემთხვევაა დადასტურებული. 196 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S