Accentnews.ge
მარინა ენდელაძე: "თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა"

მარინა ენდელაძე: "თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა"

06/04/2020 18:20:47 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, ამჟამად მათთან 60 წელს გადაცილებული პაციენტი უფრო მეტია, ვიდრე თავდაპირვლად იყო.

„თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა, სიმძიმემ ცოტა მოიმატა: უფრო მეტი პნევმონიები გამოჩნდა, დინამიკაში ასე ხდება ხოლმე თანდათანობით ზოგადად, ასაკობრივი ზღვარიც შეიცვალა. 38 შემთხვევაა ამჟამად ჩვენთან, 29 გაწერილი გვყავს. 38-დან ორი მესამედი მაინც არის ფილტვების ანთებით, პნევმონიით, ექვსი მძიმეა, ერთი კრიტიკული. საყურადღებო პაციენტები გვყავს" - განაცხადა ენდელაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 188 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 39 გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S