Accentnews.ge
დიმიტრი ხუნდაძე: "კრიზისული ფაზისთვის ვემზადებით"

დიმიტრი ხუნდაძე: "კრიზისული ფაზისთვის ვემზადებით"

06/04/2020 15:50:07 საზოგადოება

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, "პრეკრიზისულ ფაზაში ვართ და უკვე ვემზადებით კრიზისული ფაზისთვის".

მან კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობასა და ბინაზე მკურნალობის პრაქტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბინაზე მკურნალობა პანდემიების დროს მიღებული პრაქტიკაა.

„არსებობს ჰოსპიტალური სექტორი პაციენტთა მომსახურებისთვის და არსებობს პირველადი ჯანდაცვის რგოლი, სადაც პაციენტები ბინაზე მიიღებენ კონსულტაციებს; ამას აქვს ორი ძირითადი მიზანი: ერთი, რომ პაციენტებმა, რომლებიც არ საჭიროებენ კლინიკაში მისვლას, სატელეფონო კონსულტაცია მიიღონ ოჯახის ან სოფლის ექიმისგან; რომ იყოს დისტანცირებაც, ანუ არ იყოს უშუალო კონტაქტი, რათა არ მოხდეს ჯერ ექიმის ან ექიმის მიერ ოჯახიდან ოჯახში გადასვლის გამო ინფექციის გადატანა. ამიტომ, იმ ეტაპზე, სადაც კლინიკური გამოვლინებები არ არის ისეთი, რომ პაციენტს შესაძლოა, დასჭირდეს სტაციონარული მომსახურეობა, ეს უნდა მოხდეს ბინაზე, რათა ყველამ, ვისაც ჭირდება და არ ჭირდება-არ მიმართოს სტაციონარს და სტაციონარული მომსახურებისთვის საჭირო საწოლები არ იქნას დაკავებული ისეთ შემთხვევაში, რომელსაც არ სჭირდება კლინიკაში მომსახურება. ანუ, ეს მიღებული პრაქტიკაა სწორედ პანდემიების შემთხვევაში, როცა გავრცელების მაღალი ხარისხია. ჩვენ პრეკრიზისულ ფაზაში ვართ, ხედავთ, რომ ყოველდღიური მატებები ფიქსირდება და უკვე ვემზადებით კრიზისული ფაზისთვის. ეს მასშტაბი თანდათან გაიზრდება და თუ არ გავაკეთეთ დიფერენცირება, მაშინ შესაძლოა პროცესები არასწორად იმართოს“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S