Accentnews.ge
დაცულია თუ არა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში უსაფრთხოების ზომები – ბექაიას განმარტება

დაცულია თუ არა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში უსაფრთხოების ზომები – ბექაიას განმარტება

06/04/2020 14:36:29 საზოგადოება

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის წარმომადგენელი მარეხ ბექაია აცხადებს, რომ მიმდინარეობს კვლევა, რა მომენტში ჰქონდათ კლინიკის მედდის თანაშემწეებს – ორ სტუდენტს, რომლებსაც ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდათ, 5 აპრილს გარდაცვლილ პაციენტთან შეხება.

როგორც კლინიკური დირექტორი ამბობს, ამ დროისთვის შემხებლობა არ დასტურდება:

„მათი კონტაქტი შრთხვევითი უნდა ყოფილიყო, რადგან ეს არ არის მათი სამუშაო არეალი: ისინი იყვნენ მულტიპროფილურის დამხმარეები, სადაც ამ ქალბატონს [პაციენტი, რომელიც 5 აპრილს გარდაიცვალა] შეხება არ ჰქონია. პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან პირდაპირ რეანიმაციაში მოთავსდა.

საქმე იმაშია, რომ კლინიკის მთელს ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესები დაცულია, მთლიანად მედპერსონალი „სკაფანდრებშია“ ჩაცმული, ნოღბებში, სათვალეებში, ამიტომ, რა ეტაპზე შეიძლება, მომხდარიყო მათი დაინფიცირება [მედდის თანაშემწეების], ამას იკვლევენ არა მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრის, არამედ ჩვენი ეპიდემიოლოგებიც. კამერებში დათვალიერებულ იქნა ყველა ეტაპი, სადაც ეს ქალბატონი მოძრაობდა. ეს ბავშვები ვერ იქნენ ნანახი. ამ კონტაქტს არც ერთი ექთანი არ ადასტურებს. ამჟამად კვლევა გრძელდება“.

რაც შეეხება თავად ინფიცირებული სტუდენტების კონტაქტებს, ბექაია ამბობს, რომ გამოვლენილია 17 პირი, მათ შორის – კლინიკის პერსონალი და პაციენტები და სია დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს გადაცემული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S