Accentnews.ge
ინფექციონისტის რეკომენდაციები, თუ სიმპტომები გაქვთ და სამედიცინო დახმარებას ვერ იღებთ

ინფექციონისტის რეკომენდაციები, თუ სიმპტომები გაქვთ და სამედიცინო დახმარებას ვერ იღებთ

06/04/2020 13:37:39 საზოგადოება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე რეკომენდაციებით მიმართავს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ახალი ტიპის კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, თუმცა ანალიზს ვერ იკეთებენ:

"პირველი და ყველაზე მთავარი არის თვითიზოლაცია. სხვებს მაქსიმალურად გამოეყავით. თუ გაქვთ თქვენი აბაზანა, ტუალეტი, ძალიან კარგი. თუ არა:

o გამოყავით თქვენი პირსახოცი, რომელსაც სხვა არავინ გამოიყენებს;

o გამოყავით თქვენი ჭურჭელი;

o აბაზანის ყოველი გამოყენების შემდეგ, ის კარგად გაწმინდეთ;

o გაიკეთეთ ნიღაბი - ამით იცავთ არა საკუთარ თავს, არამედ სხვებს. ნიღბის მთავარი ფუნქცია სხვების დაცვაა.

o დალიეთ რაც შეიძლება მეტი სითხე, როგორც აკეთებთ ჩვეულებრივი გაციების დროს - ჩაი, წყალი

o დაისვენეთ - წამოწექით, დაისვენეთ და მიეცით დრო ორგანიზმს მოერიოს ვირუსს.

o არ დალიოთ სიცხის დამწევი 37,2 ტემპერატურაზე. ამან შეიძლება სხვა საყურადღებო სიმპტომები შენიღბოს. თუ სიცხე მაღალია, მაშინ დალიეთ სიცხის დამწევი.

o არ არის მიზანშეწონილი ინჰალაციის გაკეთება ფიზიოლოგიური სხნარით. არ გაიკეთოთ ინჰალაცია სახლში, Covid 19-ის სიმპტომების შემთხვევაში. პოტენციურად ნებისმიერი ასეთი პროცედურა, რომელსაც გაიკეთებდით ჩვეულებრივი გრიპის დროს, არის აეროზოლ-წარმომქმნელი. თუ ვირუსი გაქვთ ცხვირ-ხახაში და ინჰალაციას გაიკეთებთ, ვირუსი ორგანიზმში უფრო გავრცელდება. შეიძლება თქვენ არ დაგაზიანოთ ინჰალაციამ, მაგრამ საფრთხის ქვეშ აგდებთ სხვებს, თქვენ გარშემო მყოფებს. ამიტომ, მე თვითნებურ ინჰალაციას არ გირჩევდით.

ახალი კორონავირუსის სიმპტომებია: სუნთქვის უკმარისობა, მუდმივი ზეწოლა გულ-მკერდზე, რომელიც არ გადის, ტუჩების გალურჯება - ასეთ შემთხვევაში უნდა მიხვიდეთ ექიმთან".

წყარო: მთავარი არხი.

იხილეთ ასევე: კორონავირუსის სიმპტომები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S