რესპუბლიკურში 15 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, 16–ის პასუხს კი ელოდებიან
06/04/2020 11:03:58 საზოგადოება
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ ტესტირება 15 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა მათგანის შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მიიღეს, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამჟამად რესპუბლიკურ საავდმყოფოში დაკვირვების ქვეშ 36 პაციენტი იმყოფება, მათგან ერთი კოვიდ 19-ით ინფიცირებულია.
„მხოლოდ ერთია კოვიდინფექცია დადასტურებული პაციენტი.დანარჩენები იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 15 პაციენტს და 15-ვესთან ნეგატიური პასუხი მოვიდა“ ,- განაცხადა გოფოძემ.
გოფოძის განმარტებით, დღეს კიდევ დაახლოებით 16 პაციენტს ჩაუტარდება კვლევა და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, თუ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვინმეს COVID-19 დაუდასტურდება, ამიერიდან სხვა კლინიკაში აღარ გადაიყვანენ.
„ჩვენთან თუ ვადასტურებთ, ახლა უკვე სხვა კლინიკაში აღარ გადავიყვანთ. ეს პაციენტი თავიდანვე ჩვენთან შემოვიდა და ჩვენ დავუდასტურეთ და გავაგრძელეთ მკურნალობა. ასე მოხდება ყველა იმ შემთხვევაში, ვისაც ჩვენ დავუდასტურებთ კოვიდინფექციას. რესპუბლიკურ სავადმყოფოს სრული შესაძლებობა აქვს კოვიდინფიცირებულებს უმკურნალოს პროტოკოლის სრული დაცვით“, - განაცხადა გოფოძემ.


