Accentnews.ge
იმნაძე – უცხოელი კოლეგებისთვის ინფორმაციის გაზიარებაზე: "ხიბლში ნუ ჩავვარდებით: ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს!"

იმნაძე – უცხოელი კოლეგებისთვის ინფორმაციის გაზიარებაზე: "ხიბლში ნუ ჩავვარდებით: ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს!"

06/04/2020 09:26:50 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, COVID19-თან გამკლავების თვალსაზრისით მათ კომუნიკაცია აქვთ სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან. ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ვირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რა თქმა უნდა,ძირითადად, კომუნიკაცია მიმდინარეობს ჯანმრთლეობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ასევე ქსელი გვაქვს შექმნილი, რომელსაც ჰქვია „აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი“. ამ ქსელის მეშვეობით კავშირები გვაქვს ჩვენს მეზობელ, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, უკრაინელ კოლეგებთან. რა თქმა უნდა, მუდმივად ყველაფრის გაზიარება ხდება, მაგრამ ხიბლში ნუ ჩავვარდებით. ჯერ, ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ასე, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და „წიწილებს კიდევ, შემოდგომაზე ითვლიან“ , - განაცხადა პაატა იმნაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S