იმნაძე: "შეიძლება, ორი კლასტერი ერთმანეთთან გადაიკვეთოს"
06/04/2020 09:19:18 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ორი საყურადღებოა და მათთან მიმართებით ღრმა კვლევა მიმდინარეობს.
„რაც შეეეხება ახალ შემთხვევებს, მოგეხსენებათ, ბოლო 24 საათში 18 შემთხვევა იყო, მათი უმრავლესობა უკვე ცნობილ კლასტერებთან არის დაკავშირებული. სხვათაშორის, უკვე შეიძლება, ორი კლასტერი ერთმანეთთან გადაიკვეთოს, რაც სწორედ ჩვენი კვლევის მიზანი იყო. რაც შეეხება საყურადღებო შემთხვევებს, ამ ახალ შემთხვევებში ორი საყურადღებო შემთხვევა გვაქვს, რომლის გაღრმავებული კვლევა ამჟამად მიმდინარეობს“,-განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 188-მდე გაიზრდა. 188 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ორი გარდაიცვალა.


