იმნაძე – მრევლს: "დავიცვათ ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში!"
06/04/2020 09:03:29 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მრევლს სთხოვს, შინ ილოცონ და ასე დაიცვან როგორც ეკლესია, ისე ერთმანეთი და ქვეყანა.
"ყოველთვის ვცდილობთ, ნებისმიერი ჩვენი აკრძალვა, რჩევა საფრთხის ადეკვატური იყოს. ამავე დროს უნდა გავითავისოთ, რომ ორი კვირის წინ რა რჩევებსაც ვიძლეოდით, იმის დაცვა ან არდაცვა, დღეს ჩნდება. დღეს რა რჩევებსაც ვიძლევით, ამისი ეფექტი ორი კვირის შემდეგ გამოჩნდება. ანუ, ჩვენ დროს უნდა ვუსწრებდეთ ჩვენი აკრძალვებით თუ რჩევებით. აქედან გამომდინარე, მინდა, მორწმუნე ქრისტიანებს, მრევლს მივმართო, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, მღვდელმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა ვირუსებისგანაც, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად! ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება. იქ იქნებიან მამაოები და ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ვილოცოთ",– განაცხადა იმნაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირების 188 შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიოლოგები პანდემიის პიკს აპრილის მეორე ნახევარში ვარაუდობენ.


