ტიკარაძე – შინ მკურნალობაზე: "სატესტო რეჟიმში საკმაოდ დადებითი დინამიკა გვაქვს"
06/04/2020 08:43:34 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შინ მკურნალობის თვალსაზრისით საქართველოში დადებთი დინამიკაა. საუბარია პრემიერ–მინისტრის განცხადებაზე, რომ "ახლა ამოცანა, მსუბუქი შემთხვევები სახლის პირობებში მართვისთვის მზაობაა".
მისი თქმით, მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით მუსაობს:
"ჩვენ სატესტო რეჟიმში საკმაოდ დადებითი დინამიკა გვაქვს: 112–ზე შემომავალი ზარების სრული მონიტორინგი ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან ხორციელდება და ხდება სათანადო, კვალიფიციური დიაგნოსტირება და კონსულტაციის გაწევა. ეს პრაქტიკა ნელ–ნელა კიდევ უფრო დაიხვეწება და გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით, ეტაპოვბრივად შევძლებთ, სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზეც გადავიდეთ იმის მიხედვით, თუ რამდენად გართულებულ შემთხვევებთან გვექნება საქმე",– განაცხადა მინისტრმა.
ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.


