Accentnews.ge
"ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება"

"ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება"

06/04/2020 08:30:10 საზოგადოება

ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

„ტელესკოლის პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენი წამყვანი სპეციალისტებისგან კონსულტაციებს იღებენ. ჩვენი სამინისტროს გადაწყვეტილებით, გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება თვითონ ეროვნული გამოცდების თარიღებს. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება,“ - განაცხადა ჩხენკელმა.

რაც შეეხება სკოლებს, როგორც მანამდე პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, "შესაძლოა, დავძლიოთ ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S