Accentnews.ge
სამეგრელოს რეგიონი შესაძლოა, ჩაიკეტოს

სამეგრელოს რეგიონი შესაძლოა, ჩაიკეტოს

06/04/2020 08:04:22 საზოგადოება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია სამეგრელოს რეგიონის ჩაკეტვას არ გამორიცხავს. ეს უკავშირდება ინფიცირებული სპორტსმენის სამ კონტაქტს. მართალია, მათ კორონავირუსი პირველი ანალიზის დროს არ დაუდასტურდათ, თუმცა უნდა ჩაუტარდეთ განმეორებითი კვლევები და იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა კორონავირუსი, რეგიონი ჩაიკეტება.

„ჯერჯერობით ორი ინფიცირებული გვყავს, რომლებიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. რეგიონში გვაქვს შვიდი ცხელების ცენტრი, რომელთაც შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში, 42 პაციენტის მიღება. თუმცა ველოდებით უახლოეს დღეებში რუხის საავადმყოფოს ფუნქციონირების დაწყებას. რაც შეეხება სამ საეჭვო გარემოებას, როდესაც ერთი ინფიცირებულისგან სამ ადამიანთან დაფიქსირდა კონტაქტი, მათი ანალიზის პასუხი უარყოფითი მოვიდა. თუმცა გადამოწმებას ექვემდებარება და იქნება გადამოწმებული. ძალიან ბევრი კავშირი უფიქსდირდება, როგორც პირველად ინფიცირებულს, ასევე ამ სამ ადამიანს. ამდენად რისკი მაღალია ძალიან. კონტაქტის კონტაქტები დგინდება. უშუალო კონტაქტი ინფიცირებულ სპორტსმენთან არის 23. თუმცა იმ 23 უდგინდება კიდევ ძალიან ბევრი კონტაქტი ამიტომ რისკი ძალიან მაღალია. თუკი დადასტურდება ეს სამი შემთხვევა განმეორებითი ანალიზის შემთხვევაში, მაშინ შეიძლება ჩაიკეტოს. იმდენად დიდია მათი კონტაქტების წრე, შეიძლება მოგვიწიოს ამ ზომებზე წასვლა“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S