პაციენტი, რომლის გამოც მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა, კლინიკას მალე დატოვებს
06/04/2020 07:56:49 საზოგადოება
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალი, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერიდანაა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს.
როგორც ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა, პაციენტთან მიმართებით პირველი ეტაპის ტესტზე პასუხი დადებითია.
„ჩვენი კლინიკა ემსახურება ქვეყანაში ყველაზე კრიტიკულ პაციენტს, ყველაზე მძიმე პაციენტები მკურნალობას ჩვენს კლინიკაში აგრძელებენ. 62 წლის ქალბატონთან მიმართებით, რომელიც არის ე.წ. მარნეულის კლასტერიდან, პირველ ეტაპზე დადებითი ტესტი მოვიდა. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. ასევე 80 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოსულია მწვავე რესპირატორული სინდრომით, ორმხრივი მწვავე პნევმონიით, მწვავე სეფსისით, გულის უკმარისობით, არტერიული გიპერტენზიით, დინამიკაში გაუმჯობესებული იყო. ამ დილიდან მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან და ქალბატონი სპონტანურ სუთქვაზეა“, - განაცხადა რატიანმა.
საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის, სულ 67 პაციენტი მკურნალობს, აქედან კი 51 პაციენტი ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული.
ცნობისთვის: მარნეულის შემთხვევა გახდა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების საკარანტოზი ნოზებად გამოცხადების მიზეზი, ვინაიდან ინფიცირების პირველწყარო უცნობი იყო. ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ წყარო ამ დროისთვის მიკვლეულია.


