Accentnews.ge
კორონავირუსით სამედიცინო სფეროს კიდევ ორი წარმომადგენელი დაინფიცირდა

კორონავირუსით სამედიცინო სფეროს კიდევ ორი წარმომადგენელი დაინფიცირდა

06/04/2020 07:00:26 საზოგადოება

თბილისის ზღვის კლინიკის სამედიცინო პერსონალის ორ წარმომადგენელს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა,– ამის შესახებ კლინიკაში განაცხადეს. ამდენად, ამჟამად კორონავირუსით სამედიცინო სფეროს 5 წარმომადგენელია დაინფიცირებული.

ინფიცირებული მედპერსონალი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში განმარტავდნენ, მათთან შემხებლობაში მყოფი მედპერსონალი – 5 პირი კარანტინში იმყოფება.

რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, კლინიკაში აცხადებენ, რომ ეპიდემიოლოგების აზრი გაიყო.

"შესაძლოა, შემოტანილი დაავადება ყოფილიყო, თუმცა მეორე აზრია, რომ შესაძლოა, პაციენტებისგან დასნებოვნებულიყვნენ. მიმდინარეობს ეპიდკვლევა",– აცხადებენ კლინიკაში.

ამ დროისთვის საქართველოში კროონავირუსი 188 პირს აქვს დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S