Accentnews.ge
სოლოღაშვილი: "ორი ახალი პაციენტი შიდა გავრცელებაა – წყარო შესწავლილია"

სოლოღაშვილი: "ორი ახალი პაციენტი შიდა გავრცელებაა – წყარო შესწავლილია"

06/04/2020 06:38:38 საზოგადოება

კორონავირუსისთ ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ორი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია და ორივე შემთხვევა შიდაგავრცელებაა, – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, ამჟამად კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 10 პაციენტი მკურნალობს.

„​ბოჭორშვილის კლინიკაში მკურნალობს 32 პაციენტი, აქედან „კოვიდ-19“ დადასტურებული აქვს 10 პაციენტს, საიდანაც ორი ახალი შემთხვევაა. დადასტურებული დიაგნოზით მყოფი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთია მძიმე და საყურადღებო.ამ 10 პაციენტიდან ოთხის შემთხვევაში მიმდინარეობს განმეორებით კვლევა გამოჯანმრთელების დასადასტურებლად.

ორი ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გავრცელება. შესწავლილია მათი წყარო. კლასტერები ძალიან აირია და სამედიცინო პერსონალისთვის ამას მნშვნელობა აღარ აქვს“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ახალი შემთხვევებიდან 5 ცენტრალურ ინფექციურშია მოთავსებული და როგორც ინფექციურში აცხადებენ, მათი ინფიცირების წყარო ცნობილია.

„ჩვენი პაციენტების კონტაქტებია.ჩვენთან დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 28 პაციენტზე ტესტი და აქედან ხუთი იყო დადებითი, სამ პაციენტთან, კონტაქტებია, იქ გაურკვეველი პასუხია, რომელიც კიდევ განმეორებით მოითხოვს ტესტირებას“ , – განაცხადა ინფექციურის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

სამი ახალი შემთხვევა ბათუმში დადასტურდა. კლინიკა „მედალფაში“ აცხადებენ, რომ სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი მიიღეს.

კლინიკის ექიმების განმარტებით, ორ შემთხვევაში ინფიცირებულები თურქეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები არიან, ერთი პირი კი საქართველოში ლონდონი-ბათუმის ავიარეისით დაბრუნდა.

ცნობისთვის: უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 188 პაციენტს დაუდასტურდა, მათდან 36 გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S