საჩხერის მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
05/04/2020 18:32:38 საზოგადოება
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს ბენიამინ ფალავანდიშვილს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ანალიზის პასუხი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ მერის მეუღლეს კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა. იგი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მუშაობს და სავარაუდოდ, დაინფიცირება პაციენტიდან მოხდა.


