Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 174–მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 174–მდე გაიზარდა

05/04/2020 15:44:48 საზოგადოება

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 174–მდე გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"დილით დადასტურებული შემთხვევა 170 იყო. ჩვენს ცენტრში დღეს ჩატარდა 15 პაციენტზე ტესტირება და 4 პაციენტთან დადებითი შედეგი მივიღეთ. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 174 პაციენტია დადასტურებული კორონავირუსზე. ამ ოთხი პაციენტის წყარო სხვადასხვაა. ერთი პაციენტის წყარო არის სომხეთიდან ჩამოსული პირი, რომელიც ჩვენთან მკურნალობს, დანარჩენი სამი პაციენტის წყარო არის ეროვნული ბანკი. ამ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმე არ არის, მათი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციური საავადმყოფოში 41 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S