"81 წლის გარდაცვლილი ქალის შვილიშვილს 21 დღის განმავლობაში ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილია, რომ ინფიცირების წყარო არ იცოდა"
05/04/2020 14:12:12 საზოგადოება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანი განცხადებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალის ინფიცირების წყარო ცნობილია.
„რაც შეეხება პაციენტს, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 21 დღის განმავლობაში მის ოჯახის წევრს ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილი ინფორმაციაა, რომ არ იცოდა ეპიდკერა. იცოდა და უნდა ვთქვა, რომ ეს ახალგაზრდა, შვილიშვილი იმყოფება ჩვენს კლინიკაში და ელოდება ლუგარის ტესტს. აქედან გამომდინარე, ვიცით, ქალბატონს საიდან გადაედო ინფექცია და ინფექციის წყარო“ , – აღნიშნა ლევან რატიანმა.
კორონავირუსით ინფიცირებული 81 წლის პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. 170 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.


