რატიანი – ჟურნალისტებს: "ამ ვირუსის სტრატეგია ამ სამყაროში არც ერთმა ექიმმა არ ვიცით, ნუ ეხუტებით ერთმანეთს, დავცილდეთ ერთმანეთს"
05/04/2020 14:10:13 საზოგადოება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მედიას და მთლიანად საქართველოს, კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცირება
"ერთი რაღაც მინდა, ვუთხრა ყველას, მთელს საქართველოს და თქვენც (მედიას), რომ რაც შეიძლება ვიყოთ სოციალურად დისტანცირებული ერთმანეთისგან, რადგან, სამწუხაროდ, ამ სამყაროში ამ ვირუსის [Covid -19] სტრატეგია, არც ერთმა ექიმმა და მათ შორის არც მე, არ ვიცით. მოგიწოდებთ, ნუ დადიხართ ასე და ნუ ეხუტებით ერთმანეთს, დავცილდეთ ერთმანეთს... არა მარტო თქვენ, ყველა“, - განაცხადა რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. 170 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.


