Accentnews.ge
"კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა"

"კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა"

05/04/2020 13:43:57 საზოგადოება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ამ დროისთვის Covid -19-ით ინფიცირებული 7 პაციენტი იმყოფება, მათგან 67 წლის პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში სამწუხაროდ გაიზარდა რიცხვი და არის შვიდი პაციენტი. კარგად იცით, რომ ჩვენი კლინიკა ემსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიტიკულ პაციენტებს. აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. პაციენტი არის 67 წლის, კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული მწვავე რესპირატორიული დისტრესი გემოდინამიკის რღვევით“ , – განაცხადა რატიანმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. 170 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S