Accentnews.ge
"Georgian Airways"  თბილისი-ათენი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

"Georgian Airways"  თბილისი-ათენი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

05/04/2020 13:31:17 საზოგადოება

ავიაკომპანია "Georgian Airways" თბილისი-ათენი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, მიმდინარე წლის 5 აპრილს, "Georgian Airways"-მა, თბილისის დროით დილის 10:00 საათიდან დაიწყო ბილეთების ეტაპობრივი გამოტანა ონლაინ პლატფორმაზე. საიტზე ერთდროულად შევიდა 3278 მომხმარებელი და თავდაპირველად გატანილი 10 ბილეთის ყიდვას ერთად 552 მომხმარებელი შეეცადა, რის გამოც სისტემას შეექმნა ტექნიკური ხარვეზი და ბილეთების რეალიზაცია დროებით შეწყდა.

„ჯორჯიან ეარვეისის“ ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბილეთების რეალიზაციის პროცესი ეტაპობრივად განახლდება.

„როგორც მოგეხსენებათ 2020 წლის 7 აპრილს დაგეგმილია რეისი თბილისი-ათენი-თბილისი, აღნიშნული რეისს კომპანია ახორციელებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების პროცესის ფარგლებში.

დადგენილი წესის თანახმად, მთავრობასთან შეთანხმებულ რეისებზე ბილეთების რეალიზაცია ხორციელდება რეისის თარიღამდე ორი დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით.მიმდინარე წლის 5 აპრილს, კომპანიამ, თბილისის დროით დილის 10:00 საათიდან დაიწყო ბილეთების ეტაპობრივი გამოტანა ონლაინ პლატფორმაზე. როგორც კომპანიის ტექნიკური პლატფორმის მონაცემები აჩვენებს, 10:02 წუთზე სისტემამ რეალიზაციისთვის გამოიტანა 10 ბილეთი, მოცემულ მომენტში საიტზე ერთდროულად შემოსული იყო 3278 მომხმარებელი და ამ 10 ბილეთის ყიდვას შეეცადა ერთდროულად 552 მომხმარებელი, ბილეთების რეალიზაცია მოხდა 8-9 წუთის მონაკვეთში.

მომხმარებელთა მაღალი ნაკადის გამო, სისტემას შეექმნა ტექნიკური ხარვეზი და დროებით შეწყდა ბილეთების რეალიზაცია, ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რის შემდეგაც განახლდება ეტაპობრივად ბილეთების რეალიზაციის პროცესი“ , – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

იხილეთ ასევე: საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დაგეგმილი ავიარეისების განრიგი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S