აჭარაში 80 წლის ქალს , რომელიც 1 დღეში საკარანტინო ვადას ასრულებდა, კორონავირუსი დაუდგინდა
05/04/2020 08:55:28 საზოგადოება
აჭარაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მე-9 შემთხვევა დაფიქსირდა. 80 წლის ქალს , რომელიც 1 დღეში საკარანტინო ვადას ასრულებდა, კორონავირუსი დაუდგინდა. მას კონტაქტი ჰქონდა ერთ-ერთ ინფიცირებულ პირთან და მას შემდეგ იმყოფებოდა კარანტინში. მას სიმპტომები მე–13 დღეს გამოუვლინდა.
ამ ეტაპზე კლინიკა "მედალფაში" 9 ინფიცირებულია. 70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე რჩება, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. 170 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.


