Accentnews.ge
"კორონავირუსით გარდაცვლილ 81 წლის პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფსისი, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი"

"კორონავირუსით გარდაცვლილ 81 წლის პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეფსისი, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი"

05/04/2020 08:22:04 საზოგადოება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალი მათ კლინიკაში 3 აპრილს უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.

რატიანის თქმით, ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.

„ქალბატონი გადმოყვანილი იყო თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს. მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად. ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით",- განაცხადა ლევან რატიანმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. 170 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S