Accentnews.ge
თბილისის ინფექციურიდან რამდენიმე პაციენტის გასაწერად ემზადებიან

თბილისის ინფექციურიდან რამდენიმე პაციენტის გასაწერად ემზადებიან

05/04/2020 06:45:32 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვს დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება.

„დღეს დილისთვის, 24 სათ-ის განმავლობაში დაგვემატა 12 და 170 გახდა. ამ 170 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 36, აქედან 25 ჩვენი პაციენტია. ჩვენი გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ალბათ, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება. დღეს დილით ტესტირება ჩატარდება და შედეგების მიხედვით საღამოს ინფორმაცაის მოგაწვდით“,-აცხადებს ზუგბაია.

მისი თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი იმყოფება. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაია ამბობს, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება, დანარჩენი 4-ის მდგომარეობა სტაბილურია – დაავადების პროგრესირება შეჩერებულია.

„კრიტიკულ პაციენტად ვაფასებთ ერთ პაციენტს. დანარჩენი 4 პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაშია. მათთან დაავადების პროგრესირება შეჩერებულია, აღარ გაგრძელებულა და იმედია, რამდენიმე დღეში ვიტყვი, რომ ისინი ჩვეულებრივ, მძიმე პაციენტები არიან. ჯერჯერობით რჩებიან ჩვენს კლინიკაში არასრულწლოვნებიც. 2 არასრულწლოვანია და მათი კვლევის შედეგების პერიოდიც დადგა და ალბათ, ისინიც დატოვებენ კლინიკას გამოჯანმრთელებულები“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმააციით, დღეს დილით ინფექციურ საავადმყოფოში ტესტი 15 პაციენტს გაუკეთეს.

„ჩვენთან 36 პაციენტი იმყოფება. გუშინ დაგვემატა ერთი უკვე დადასტურებული შემთხვევა. შემოგვიყვანეს ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტის კონტაქტი. ასევე, მასთან ერთად შემოვიდა 7 კონტაქტი, რომელთაც კვლევა დღეს დილით ჩაუტარდებათ და დღის მეორე ნახევარში პასუხები გვეცოდინება. ისინი ჩვენთან მყოფი პაციენტების კონტაქტები არიან. საერთო ჯამში 51 პაციენტი წევს, მაგრამ დადასტურებული არის 36. დანარჩენი პაციენტები გამოსაკვლევია“,-აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36, ხოლო ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S