Accentnews.ge
შესაძლოა თუ არა, კორონავირუსი კოღოს მეშვეობით გავრცელდეს

შესაძლოა თუ არა, კორონავირუსი კოღოს მეშვეობით გავრცელდეს

04/04/2020 21:00:57 საზოგადოება

კოღოების სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალური გახდა კითხვა, "შესაძლოა თუ არა, ახალი კორონავირუსი ( "COVID-19") კოღოს მეშვეობით გავრცელდეს?". თუმცა როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) აცხადებენ, სადღეისოდ არ არსებობს არც ცნობები და არც მტიკიცებულება იმის შესახებ, რომ "COVID-19" შესაძლოა, კოღოს მეშვეობით გავრცელდეს.

„ახალი კორონავირუსი არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც ძირითადად ვრცელდება წვეთებით, რომლებიც ინფიცირებული ადამიანის ხველებისა ან ცემინების დროს წარმოიქმნება. ამასთან, ის ვრცელდება ნერწყვის წვეთებისა ან ცხვირიდან გამონადენის მეშვეობითაც“, – აცხადებენ WHO–ში.

ცნობისთვის: კოღო სხვადასხვა დაავადებების გადამტანია. მაგალითად, როგორიცაა: "ჩიკუნგუნიას ცხელება", "ყვითელი ცხელება", "ზიკა" და "მალარია". თუმცა კოღოს მეშვეობით არ ვრცელდება HIV (იგივე ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი) და "ებოლას" ვირუსი.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 60 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 130 000–ს გადააჭარბა, 235 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 162 შემთხვევაა დადასტურებული. 162 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 1 შემთხვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S