Accentnews.ge
როდისთვის ვარაუდობს ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში კორონავირუსის პიკს

როდისთვის ვარაუდობს ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში კორონავირუსის პიკს

04/04/2020 19:14:18 საზოგადოება

"პიკის დასაწყისს ველოდებით აპრილის მეორე ნახევარში", – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

„იმისათვის, რომ ეს პიკი იყოს უფრო ზომიერი და არა სწრაფად მზარდი, რისიც ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია, ანუ არ იყოს ეს 400 პაციენტი დღეში, არამედ იყოს დავუშვათ 50 პაციენტი დღეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას და ყველა ჰიგიენური ნორმების დაცვას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა საზოგადოებას ამ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა:

„დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სოციალური დისტანცირება, ჩვენი მშობლებისა და შვილების დასაცავად. მოვუწოდებ ყველას, რომ დავიცვათ ყველა ის მითითება, რომელსაც არაერთხელ აცხადებს როგორც მთავრობის ხელმძღვანელი, ასევე დაავადებათა კონტროლის ყველა თანამშრომელი, როგორც ბატონი ამირანი, ასევე ბატონი პაატა. გთხოვთ დაიცვათ სოციალური დისტანცია“.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 162 შემთხვევაა დადასტურებული. 162 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 1 შემთხვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S