Accentnews.ge
"ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები გვყავს და მომავალ დღეებში მეტ გამოჯანმრთელებულს ველოდებით"

"ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები გვყავს და მომავალ დღეებში მეტ გამოჯანმრთელებულს ველოდებით"

04/04/2020 19:00:40 საზოგადოება

"ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები გვყავს და მომავალ დღეებში მეტ გამოჯანმრთელებულს ველოდებით", – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

„დღესდღესობით, ნამდვილად არის რამდენიმე საყურადღებო პაციენტი, თუმცა, ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათთან ლეტალურ შედეგზე საუბარი არ არის. უბრალოდ, ისინი არიან საყურადღებო პაციენტები და მათთან ტარდება ყველა ღონისძიება, რათა გამოსავალი იყოს დადებითი. ძირითადად გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები და მომავალ დღეებში ველოდებით კიდევ უფრო მეტ გამოჯანმრთელებულ პაციენტს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 162 შემთხვევაა დადასტურებული. 162 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 1 შემთხვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S