Accentnews.ge
კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი განიკურნა

კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი განიკურნა

04/04/2020 15:38:18 საზოგადოება

ახალი ტიპის კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს. ამდენად, უკანასკნელი მონაცემებით, კორონავირუსი 31–მა პაციენტმა დაამარცხა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 80 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილიზაციისკენ მიდის და დილის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა.

მისივე განმარტებით, 3-4 პაციენტი არის პნევმონიით, თუმცა სიტუაცია მართვადია. ამასთან, 15 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა, რომლებიც გერმანიიდან იყვნენ ჩამოსულები და კარანტინში არიან. მათი პასუხები უარყოფითია და კარანტინს დაუბრუნდნენ.

ამ დროისთვის ინფექციურში 36 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S